მოსკოვში პარტია "იაბლოკოს" ათი აქტივისტი დააკავეს, რომელთაც "მილიონიან მარშში" უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის-პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
"პოლიცია ავტომატური იარაღით იყო შეიარაღებული", - იტყობინება პრეს-სამსახური.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვის შემოსასვლელში პოლიციამ გააჩერა მიკროავტობუსი, რომელშიც პარტიის აქტივისტები ისხდნენ. სამართალდამცავებმა ისინი ოპოლიციის განაყოფილებაში გადაიყვანეს.
"იაბლოკოში" ამტკიცებენ, რომ იმავე მიკროავსტობუსის დაკავებას პოლიცია ტულაში შეეცადა.
მასალის გამოყენების პირობები