დღეს მოსკოვში დაგეგმილ აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას 14 ათასი პოლიციელი უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მანეჟის მოედანი დროებით დახურა, რათა იქ კარვების ქალაქის გაშლა არ მოხდეს. ოპოზიციის აქციაზე მოსახვედრად, მსურველებისთვის მეტალის ღობეებს შორის 15 პატარა გასასვლელია გაკეთებული. ხოლო პუტინის მხარდასაჭერ მიტინგზე მოსახვედრად 45 მეტალოდეტექტორი დაიდგა.
პოლიცია მოქალაქეებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ თუ ისინი მასაში საეჭვო პირებს ან ნივთებს შეამჩვენ დაუყონებლივ შეატყობინონ პოლიციიას.
მოსკოვის პოლიცია აცხადებს, რომ არ შეიძლლება გამოირიცხოს ცალკეული უკანონო ქმედებები და შესაბამისად, ისინი იმოქმედებენ შექმნილი ვითარების მხედვით.
შგახსენებთ, რომ 16:00 საათიდან 19:30 საათამდე ოპოზიცია გამარტავს "მილიონიამნ მარშს", რომელშიც მონაწილეობას წინასწარი განაცხადის მიხედვით 5 ათასი ადამიანი მიიღებს.
18:00 საათიდან 19:00 საათამდე კი გამარჯვების პარკში საერთო რუსული სახალხო ფრონტის შექმნის ერთი წელი აღინიშნება, რომელშიც 50 ათასი ადამიანის მონაწილება დაგეგმილი. არაა გამორიცხული ამ აქციის მონაწილეებს ვლადიმერ პუტინიც შეუერთდეს.
მასალის გამოყენების პირობები