აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, მეორე ვადით პრეზიდეტობისთვის საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ობამას კამპანიამ სტარტი ოჰაიოს შტატში გამართულ მიტინგზე აიღო.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ეს შტატი უმნიშვნელოვანესად მიიჩნევა ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებისთვის.
ობამას მისმა მომხრეებმა განსაკუთრებულად პომპეზური შეხვედრა მოუწყვეს, რომლებსაც პრეზიდენტმა განუცხადა, რომ აშშ-მ მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, ქვეყანა გამოვიდა რეცესიიიდან და ამ გზიდან გადახვევა არ შეიძლება.
მან თავისი რესპუბლიკელი კონკურენტი მიტ რომნიც გააკრიტიიკა და აღნიშნა, რომ მიტ რომნი მიღწეულ წარმატებებზე უარს იტყვის.
მოგვიანებიით ობამა ვირჯინიის შტატში გამართულ მიტინგზეც გამოვიდა სიტყვით.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ შტატსაც საპრეზიდენტო მარათონში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება.