გუანტანამოს ბაზაზე სამხედრო ტრიბუნალის პირველი დღე ბალდებულთა მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის უარით დარულდა. 2001 წლის 11 სექტეემბრის ტერაქტში ხუთმა ეჭვმიტანილმა, რომელთა წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდა, უარი განაცხადეს კითხებისთვის პასუხი გაეცათ.
სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარსდგენ ტერაქტის სავარადუდო ორგანიზატორი ჰალიდ შეიხ მუჰამედი, ასევე, ვალიდ ბინ ატაში, რამზი ბინალშიბჰი, ალი აბდ აზიზ ალი და მუსტაფა აჰმად ჰასუალი.
სასამართლო სხდომა ცხრა საათი გაგრძელდა. ამ პერიოდში ბრალდებულებს ოფიციალურად წაეყენათ ბრალი: შეთქმულების ორგანიზება, მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა, ფიზიკური დაზიანების გაზრახ მიყენება, მკვლელობა, ომის კანონების დარღვეევა, ნგრევა, თვითმფრინავის გატაცება და ტერორიზმი.
ხუთივე ბრალდებულმა უარი განაცხადა საპროცედურო კითხვებზე პასუხის გაცემაზე. მათ დემონსტრაციულად განაცხადეს უარი სასამართლო სხდომებში მონაწილეობაზეც. ისინი არ უსმენდნენ თარჯიმნებს და არ პასუხობდნენ სამხედრო ბრალმდებლების კითხვებს. ტრიბუნალის მიერ მათი ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ხუთივეს სიკვდილით დასჯა ემუქრება.