გუანტანამოს ბაზაზე სამხედრო ტრიბუნალი 11 სექტემბერს აშშ-ში განხორციელებული ტერიორისტულ აქტებში ბრალლდებულთა საქმის განხილვას გააგრძელეებს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული, შეიხ ხალიდ მოჰამედი, სასამართლოს წინაშე მეორედ წარსდგება. მისი სასამართლო პროცესი მაშინ შეწყდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობაამა გახდა.
ობამა შეეცადა სამხედრო ტრიბუნალი სამოქალაქო სასამართლოთი ჩაენაცვლებინა მაგრამ ეს ინიციატივა კონგრესში არ გავიდა.
სასამართლოს მოუწევს ახალი წესებით ხელმძღვანელობა, კერძოდ წამების შედეგად მიღებული ჩვენებები მტკიცებულებად არ ცაივლება.