ნიუ-იორკში, ჯონ კენედის აეროპორტში 2 თვითმფრინავის შეჯახება მოხდა. CBS News-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია Delta-ს Boeing 767-მა კუდი ანალოგიურ თვითმფრინავს გამოსდო. ერთ-ერთი თვითმფრინავი საერთოდ ცარიელი იყო, ხოლო მეორე თვითმფრინავის ბორტზე კი 193 მგზავრი იმყოფებოდა.
ინციდენტისას არავინ დაშავებულა, თუმცა სტამბულის მიმართუკლებით რეისმა 2 საათით დაიგვიანა.