კომპანია "საქართველო" ქობულეთში გასართობი კომპლექსის მშენებლობას 2013 წლის ივნისისთვის დაასრულებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, კომპლექსში განათავსდება არანაკლებ 16 ვილა, რესტორანი და ბარი (160 კაცზე), გასართობი ცენტრი, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები, (საჩოგბურთო მოედანი, შერეული სპორტული მოედანი, მინი გოლფის მოედანი და საბავშვო სპორტული მოედანი) პარკინგი და კომერციული სივრცე (პიცის, ბურგერის, ზღვის პროდუქტების, ქართული ქუჩა და სხვა).
შეგახსენებთ, რომ კომპანია "საქართველომ" რამდენიმე ხნის უკან ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N271-ში მდებარე 8 729 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ასევე თამარ მეფის ქ.N146-ში მდებარე 6 771 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 421 ათას ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეიძინა. სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "საქართველომ" 2013 წლის 30 ივნისისთვის თანამედროვე სტანდარტების დასასვენებელი კომპლექსი ექსპლუატაციაში უნდა შეიყვანოს.