კონსერვატორი ბორის ჯონსონი კვლავ ლონდონის მერად აირჩიეს. მან არჩევნებში ხმების 3 % ით მეტი მიიღო ვიდრე მისმა მოწინააღმდეგე ლეიბორისტმა კენ ლივინგსტონმა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯონსონის გამარჯვება პრაქტიკულად ერთადერთი ნუგეში გახდა ინგლისში, უელსსა და შოტლანდიაში გამართულ ადგილობრივ არჩევნებზე. ლიბერალ-დემოკრატებმა ამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს.
ჯონსონის გამარჯვება ლონდონში მოულოდნელობა არ იყო - მას წინასწარმეტყველებდნენ კიდეც ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები და ეგზიტ-პოლები.თუმცა მისი სხვაობა ლივინგსტონთან იმაზე გაცილებით უფრო ნაკლები აღმოჩნდა ვიდნე მოსალოდნელი იყო.
კენ ლივინგსტონი ბრიტანეთის დედაქალაქის პირველი მერი გახდა, მას შემდეგ რაც 2000 წელს ეს თანამდებობა შემოიღეს. მან ამ თანამდებობაზე ორი ვადა დაჰყო და შემდეგ იგი 2008 წელს ბორის ჯონსონმა შეცვალა.
მასალის გამოყენების პირობები