საფრანგეთის ოცმა ცნობილმა ადამიანმა გაავრცელა მიიმართვა, რომელშიც ისინი თანამემამულეებს მოუწოდებენ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი ნიკოლა სარკოზის დაუჭირონ.
მიმართვა სარკოზის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მას ხელს აწერენ ჟერარ დეპარდიე, კლოდ ლელუში, შარლ აზნავური და სხვა ცნობილი ფრანგი მსახიობები, რეჟისორები, მწერლები და მომღერლეები.
"უნდა ითქვას სიმართლე ჩვენი ბიუჯეტის, მიგრაციის პრობლემის შესახებ, ასევე მსოფლიოსა და ვეროპის მომავალზე. უნდა ითქვას სიმართლე რეფორმების გაგრძელების აუცილებლობის შესახებ, რათა გადარჩეს ის საფუძვლები, რომელზედაც მოხდა ჩვენი ერის ჩამოყალიბება", - ნათქვამია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.