მექსიკის ქალაქ ნუევო-ლარედოში, რომელიც აშშ-ის საზღვარზე მდებარეობს, ცხრა ცხედარი აღმოაჩინეს.
ხუთი მამაკაცისა და ოთხი ქალის ცხედრებზე წამების კვალი აღინიშნება. ცხრავე ცხედარი ხიდზე იყი ჩამოხრჩობილი.
იქვე დატოვებული იყო წერილი, სადაც ეწერა, რომ ეს ადამიანები ადგილობრივი ნარკოკარტელის წევრები არიან, რომლებიც კონკურენტი დაჯგუფება "ზეტას" წევრებმა მოკლეს.
მექსიკის ნარკოკარტელები დიდი ხანია ერთმანეთის წინააღმდეგ ღია ომს აწარმოებენ, რათა ხელში ჩაიგდონ აშშ-ში ნარკოტიკები მიწოდების მონიპოლია.
მასალის გამოყენების პირობები