ეგვიპტეში უშიშროების ძალებმა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს თავდაცვის სამინისტროს წინ შეკრებული ასობით დემონსტრანების დასაშლელად.
დემონტრაციის დაშლისას 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაკავებულთა რაოდენობა არ ზუსტდება. თუმცა ბი-ბი-სის ინფორმაცით, დაკავებულია "მრავალი ადამიანი".
დემონსტრაციის დარბევა ქაიროში მას შემდეგ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამხედროების მოთხოვნას, არ მიახლოებოდნენ სამინისტროს შენობას, სადაც ოთხშაბათს მომხდარი შეტაკებეებისას 20 ადამიანი დაიღუპა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები სამხედრო ხელისუფლებას ბრალს სდებენ შეტაკებების ორგანიზებაში.
მასალის გამოყენების პირობები