პეკინის საავტომობილო კონკურსზე Volkswagen-მა მომავლის ავტომობილი - მფრინავი ავტომობილი წარადგინა. მფრინავი ავტომობილი Volkswagen-ის პროექტს წარმოადგენს, თუმცა გამოფენაზე კომპანიამ კომპიუტერულ-გრაფიკული პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მალე Volkswagen-ის ავტომობილები "იფრენენ".
გრაფიკის მიხედვით, ავტომობილს არანაირი ნაკლი არ გააჩნია, ის ზომითაც პატარაა, იმართება საფრენი პულტით, აღჭურვილია ავტოპილოტითა და ანტიავარიული სისტემებით. აერომობილი 2 კაცზეა გათვლილი.