"ნამახვან ჰესების კასკადის" პროექტირების, მომარაგებისა და მშენებლობის განხორციელებაზე ინტერესი 40-მა კომპანიამ გამოთქვა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებული კომპანიები სატენდერო პროცესში ჩაერთვებიან და პროექტის ოპერატორი კომპანიისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზების შემთხვევაში, კასკადის მშენებლობის უფლებას მოიპოვებენ.
"ნამახვან ჰესების კასკადი" მდინარე რიონზე აშენდება. კასკადის ჯამური სიმძლავრე 450 მგვტ-ია.
პროექტი მიზნად ისახავს სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 800 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. კასკადის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.
"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" შვილობილმა კომპანიამ "ნამახვან ჰესების კასკადი" პროექტის განხორციელების მიზნით, მომარაგებისა და მშენებლობის მომსახურების შესაძენად ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა.