სოხუმში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის წამომადგენლის აფხაზეთში ვიზიტი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს განახლების საკითხთანაა დაკავშირებული.
ამ დილით ევროკავშირის წარმომადგენელი სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს სტანისლავ ლაკობას, შემდეგ კი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს ვალერი ბგანბას შეხვდნენ.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, დღესვე უნდა გაიმართოს შეხვედრა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიაჩესლავ ჩირიკბასთან.
დღის მეორე ნახევარში კი ფილიპ ლეფორი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს უნდა შეხვდეს.