ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეიმა ლიტვაში სტუმრობისას ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კალილინგრადში სამხედრო ბაზის მობილიზაცია ვლადიმერ პუტინის "პარანოოის ნაწილია".
"რუსეთში ამბობენ, რომ კალილინგრადის სისტემა აშშ-ს ანტისარაკეტო სისტემაზე რუსეთის მიერ გაცემული პასუხია. ამის გაგება რთულია, რადგან ჩვენი თავდაცვითი სისტემა, ნამდვილად თავდაცვით მიზნებს ემსახურება და საფრთხეს არავის უქმნის.
რუსები კი ამას იყენებენ გამამართლებელ მიზეზად იმისთვის, რომ კალელინგრადში სამხედრო პოტენციელი განათავსონ. ეს ვლადიმერ პუტინის პარანოოის ნაწილია. მათ უნდა გაიგონ, რომ ანტისარაკეტო Yთავდაცვა საფრთხეს არავის უქმნის და ამ სისიტემებმა დიდი როლი ითამაშეს ცივი ომის დასრულებაში", _ განაცხადა მაკეინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი კალინინგრადში "ისკანდერის" ტიპის რაკეტების განთავსებით უკვე დიდი ხანია იმუქრება.