დაღესტნის დედაქალაქში მომხდარი მეორე აფეთქების სიმძლავრე 100 კილოგრამი ტროტილის ექვევალენტი იყო, პირველი აფეთქებისა კი 50 კგ. ტროტილის ექვივალენტი. ადრე გავრცელდა ინფომაცია, რომ მახაჩყალაში მიმხდარი ერთი აფეთქების სიმძლავრე 30 ხოლო მეორე 50 კგ. ტროტილის ექვივალენტი იყო. ეს ინფორმაცია დაღესსტნის პრეზიდენტმა მაგომედ მაგომედოვმა რუსეთის შს მინისტრის რაშიდ ნურგალიევს მიაწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მაგომედოვის თქმით, ამჟამად ადრესული ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის 7 პოლიციელი. დაღესტნის შს სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულია 87 ადამიანი.
შეახსენებთ, რომ გუშინ დაღესტნის დედაქალაქში ორმაგი ტერაქტი მოხდა. ორივე აფეთქება პოლიციის საგუშაოსთან გაისმა.