"მემარცხენე ფრონტის" ლიდერი სერგეი უდალცოვი ირწმუნება, რომ დედაქალაქის მერიამ ოპოზიციას კვირას, 6 მაისს აქციის ჩატარების ნება მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მერიაში 6 მაისის მარში, მსვლელობა და მიტინგი შეთანხმდა", _ დაწერა უდალცოვმა "ტვიტერში" თავის გვერდზე.