მსჯავრდებულების, მათ შორის ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს მკურნალობა საზღვარგარეთ, უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია. განცხადება ამის შესახებ უკრაინის გენპროკურატურის პრესსამსახურში გააკეთეს.
"გერმანია და რუსეთი ამ საკითხში ჩვენთვის ერთია, პროცედურა ერთია", _ განაცხადეს გენპროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ექს-პრემიერს მკურნალობის კურსის გავლა გერმანიამ და რუსეთმა უკვე შესთავაზეს.