ჟურნალისტი მარკ დეიჩი ინდონეზიაში, ბალის კუნძულზე დასვენებისას დაიხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2 მაისს ცნობილი რუსი ჟურნალისტი მარკ დეიჩი უბედური შემთხვევის შედეგად ინდონეზიის კუნძულ ბალიზე სემინიაკის რაიონში დაიხრჩო.
მათი ინფორმაციით, "ჯაკარტაში რუსეთის საელჩო და რუსეთის საპატიო კონსული ბალიზე კავშირში იმყოფება ინფონეზიის მთავრობასთან, ასევე ამ ქვეყანაში მყოფ ჟურნალისტის მეუღლესთან, რომელსაც ყველა საჭირო დახმარება აღმოეჩინა".
ჟურნალისტი მარკ დეიჩი 67 წლის იყო. იგი მუშაობდა რადიო "სვობოდაში" და თანამშრომლობდა ისეთ გამოცემებთან როგორიცაა "ლიტერატურნაია გაზეტა", "იზვესტია" და "მოსკოვსკი კომსომოლეცი".