2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროიდან ქართველებისათვის კარგად ნაცნობი რუსული საოკუპაციო არმიის გენერალი ანატოლი ნოგოვიცინი, რომელიც საბროლო მოქმედებების მიმდინარეობას რუსული მხრიდან "აშუქებდა" და ქართულ მხარეს თითქმის ყოველ ნახევარ საათში სხვა და სხვა სახის ულტიმატუმებს უყენებდა რუსული არმიიდან გაათავისუფლეს.
მეტიც, გარდა რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებიდან გათავისუფლებისა მას ასევე დაატოვებინეს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობა. ინფორმაციას ამის შესახებ "ოდკბ"-ს პრესსამსახური ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით ნოგოვიცინის თანამდებობიდან და არმიის რიგებიდან დათხოვნის მიზეზი ასაკია.
"თავდაცვის მინისტრის მიმართვასთან დაკავშირებით, განხილული იყო კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გენერალ-პოლკოვნიკ ანატოლი ნოგოვიცინის გათავისუფლების საკითხი, რუსეთის ფედერაციის შეიარაღბული ზალბიდან მის დათხოვნასთან დაკავშირებით სამხედრო სამსდახურში ყოფნის გაკვეულ ასაკამდე მიღწევის გამო", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1952 წელს დაბადებული ანატოლი ნოგოვიცინი 2008 წელს რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.
"ანატოლი ნოგოვიცინი არაერთგზის გამოდიოდა მედიით და კომენტარებს აკეთებდა რუსული არმიის მოქმედებებთან დაკავშირებით საქართველოსთან ომის დროს და ფაქტიურად ამ პერიოდში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ კომენტატორად იქცა", _ წერს თავად რუსული მედია.