რუსეთის არც ერთი პრეზიდენტი იაპონიას კურილიის ოთხი კუნძულიდან არც ერთს არ მისცემს. ეს განცხადება რუსულ მედიასთან საუბარში კრემლში არსებულმა მარალჩინოსანმა წყარომ გააკეთა.
"დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის არც ერთი პრეზიდენტი ამაზე არასოდეს არ წავა და არავითარი ისტორიული შანსი მეტი არ იქნება", _ განაცხადა წყარომ ჟურნალისტის კითხვაზე მიიჩნევს, თუ არა ის, რომ იაპონიამ ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტის ისტორიული შანსი 1996 წელს ხელიდან გაუშვა, მაშინ როდესაც კრასნოიარსკში რუსეთის პრეზიდენტისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრის რიუტარო ხასიმოტოს შეხვედრა შედგა.
კრასნოიარსკში გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიაშოი გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიღწეულია შეთანხმება ორი სადავო კუნძულის იაპონიისათვის სამმართველოს გადაცემის შესახებ იქ რუსული ადმინისტრაციული მმართველობის შენარჩუნების პირობით.
კრემლში არსებული წყარო ასევე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ 2010 წელს კურილიის კუნძულების მონახულებას იაპონიის მთავრობისათვის "თერაპიული ეფექტი" ჰქონდა.
"მიმაჩნია, რომ ისინი ამხანაგ ლუკაშნკოს გზით წავლენ და სერიოზულად სეცვლიან რიტორიკას", _ განაცხადა წყარომ.