ტოკიოში გრძელკუდა თუთიყუში, რომელიც დაიკარგა, სახლში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც პოლიციამ მის მპოვნელ პოლიციელებს საცხოვრებელი სახლის მისამართი დაუსახელა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, თუთიყუშის 64 წლის პატრინმა პოლიციას განუმარტა, რომ ფრინველს სახლის მისამართი ყიდვისთანავე - 2010 წელს ასწავლა.
მისი თქმით, ადრე მან რამდენჯერმე დაკარგა ფრინველები, რამაც იძულებული გახადა ასე მოქცეულიყო.
ფრინველი სახლის ახლოს, სასტუმროში იპოვეს, სადაც ის ერთ-ერთი სტუმრის მხარზე იჯდა.