რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს საქმეში უკრაინის ხელისუფლებაზე გავლენა მოეხდინა, მაგრამ იგი "თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისათვის" მაინც გაასამართლეს. მცდელობა ტიმოშენკოს გადარჩენისა უშედეგოდ დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია კრემლში არსებულ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კითხვაზე კასუხის გაცემისას - "ცდილობდა თუ არა მოსკოვი კიევზე გავლენის მოხდენას - ჩინოვნიკმა უპასუხა - "გულწრფელად? ცდილობდა. უკრაინის დამოუკიდებელი საამართლოს სისტემის ფარგლებში. საუბრობდნენ, რომ მის წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგო ქმედებები ხორციელდებოდა".
რუსული მედიის ინფორმაციითვე, იმის შესახებ, რომ ტიმოშენკოს წინააღმდეგ არამართლსაწინააღმეგო ქმედებები ხორციელდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც საუბრობდა. ან გაზის კონტრაქტების გამო ტიმოშენკოსათვის გამოტანილ განაჩენს - მიუღებელი უწოდა, თავად ტიმოშენკოს საქმეს კი -პოლიტიზირებული. ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარში ანტირუსული კონტექსტი დაინახა.
კრემლში ასევე აცხადებენ, რომ იულია ტიმოშენკოს კონტრაქტების გასაფორმებლად მაშინდელი პრეზიდენტის იუშჩენკოსაგან ყველანაირი სანქცია ჰონდა.