აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნიუნტ გინგრიჩმა, რომელიც ბარაკ ობამას კონკურენტად ითვლებოდა თავისი წინასაპრეზიდენტო კამპანიის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. ინფორმაციას ამის შესაცებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
წინასაარჩევნო მარათონიდან გამოსვლისას ნიუნტ გინგრიჩმა ასევე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი მხარს კლეგას პარტიიდან მიტ რომნის უჭერს, რომელიც მიმდინარე წლის ნომბერში აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს ბარაკ ობამას უნდა დაუპირისპირდეს.
ამავე დროს ნიუნტ გინგრიჩმა ბარაკ ობამას "აშშ-ს ისტორიაში ყველაზე რადიკალური პრეზიდენტი უწოდა".
ნიუნტ გინგრიჩმა საპრეზიდენტო მარათონის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც დელავერის შტატში გამართყლ პრაიმერში რომნისთან წააგო.