რუსეთში, ნიჟნეგოროდსკის ოლქში, მულინოს პოლიგონზე განაღმვისას ერთ-ერთი ჭურვი აფეთქდა.
მომხდარის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავებულია. ყველა მათგანი მეცხრე დივიზიის სამხედროა.
მომხდართან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიების ვერსიით, დარღვეული იყო ფეთქებად ნივთიერებებთან მოპყრობის წესები.
შემთხვევის ადგილზე რუსეთის თავდაცვის უწყებამ უკვე გაგზავნა კომისია, რომელიც მომხდარის მიზეზებს დაადგენს.