საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და მისმა კონკურენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდმა 6 მაისს გასამართ არჩევნემდე ბოლო ტელედებატები გაამართეს. სარკოზიმ თავისი ეკონომიკური პოლიტიკა დაიცვა და აღნიშნა, რომ 2009 წლის შემდეგ საფრანგეთში რეცესია არ ყოფილა.
სარკოზის თქმით, საფრანგეთმა ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთ გაართვა თავი პრობლემებს.
მან ოლანდს ბრალი დასდო იმაში, რომ იგი საუბრობს მხოლოდ პროფკავშირების და არა საფრანგეთის სახელით.
"კარგია ერის გაერთიანებაზე საუბარი, მაგრამ ეს პრაქტიკულად უნდა გაკეთდეს", - განაცხადა სარკოზიმ.
სოციალისტმა ოოლანდმა, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა, აღნიშნა, რომ საფრანგეთში სერიოზული კრიზისია და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაბალი მაჩვენებელია.
ოლანდმა ასევე აღნიშნა, რომ მას სურს დაეხმაროს იმათ ვისაც უჭირს, მაშინ როდესაც სარკოზი საზოგადოების პრივილიგირებული ფენის ინტერესებს იცავს.
მან ასევე ბრალი დასდო სარკოზის, რომ პრეზიდენტმა არ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გამო და ყველაფერი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს გადააბრლა.
"თქვენთვის ყველაფერი ადვილია: თქვენ არასოდეს არაფერში მიგიძღვით ბრალი", - მიმართა ოლანდა სარკოზის.
დებატებისას, სადაც სარკოზის შეეძლო არჩევნებმადე რამდენიმე დღით ადრე ხელში აეღო ინიციატივა და სოციოლოგიური გამოკითხვებში მის წინ მყოფ ოლანდს დასწეოდა ამომრჩეველს ახალი და განსხვავებული ვერაფერი შესთავაზა.
მთლიანობაში დებატებმა რომელიმე კანდიდატის უპირატესობა ვერ წარმოაჩინა, რაც საბოლოო შედეგის მიხედვით, შესაძლოა, ოლანდისთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს.
დღეისათვის ოლანდი გამოკითხვების მიხედვით 7 პროცენტით უსწრებს მოქმედ პრეზიდენტს.