უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში 27 აპრილს განხორციელებული ტერაქტის გამოძიება გრძელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, სპეცსამსახურები "კრიმინალური ვერსიისკენ იხრებიან". ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა ეს აფეთქებები გავლენის სფეროების გადანაწილების გამო მოხდა.
სამართალდამცავი ორგანოები ამჟამად სამ ეჭვმიტანილს ეძებენ. გამოქვეყნებულია მათი ფოტორობოტები.
"ქალაქში მიდის ომი ადგილობრივ ბიზნეს დაჯგუფებებს შორის, რომლებიც ამ დრომდე კრიმინალთან არია დაკავშირებული", _ წერს "ნეზავისიმაია გაზეტა" უკრაინის უშიშროების სამსახურის დნეპროპეტროვსკის სამმართველოში არსებულ წყაროზე დაყრდნობით. მათივე ინფორმაციით, ორი კვირის წინ აფეთქების შედეგად გავლენიანი ბიზნესმენი გენადი აკსელროდი გარდაიცვალა, ამიტომაც, გაზეთის ინფორმაციით, "ძალიან ბევრი საფუძველი არის იმისა, რომ არსებობდეს ვარაუდი, რომ ეს აფეთქებები პოლიტიკასთან კავშირში არ არის".
გაზეთი "მოსკოვსი კომსომოლეცი" კი წერს, რომ წარმოშობით დნესპროპეტროვსკიდან არიან ჟურნალ ფორბსის მიერ აღიარებული მილიარდერები - ვიქტორ პინჩუკი, იგორ კოლომოისკი და გენადი ბოგოლიუბოვი. ისინი მდიდრების იმ სიაში არიან, რომელშიც დონელი რინატ ახმეტოვიც არის. ასე რომ არის ვერსია რომ აფეთქებები ამ სამ ადამიანსა და ახმეტოვს შორის არსებული გარჩევების შედეგია.
აღსანიშნავი, რომ ოფიციალურიად უკრაინის სამართალდამცავი სტრუქტურები ამ საქმის გამოძიების მსვლელობის კომენტირებას პრაქტიკულად არ ახდენენ. ამის მიუხედავად, უკრაინია უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ როკიტსკიმ უკვე განაცხადა, რომ მომხდარში არავითარი პოლიტიკა არ არის.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს დნეპროპერტოვსკის ცენტრში ოთხი ძლიერი აფეთქება მოხდა. დაიჭრა 30 ადამიანი, რომელთაგან 14 ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება.