კოლუმბიის ხელისუფლებამ შეიარაღებულ დაჯგუფება FARC-სს გასულ კვირას გატაცებული ფრანგი ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ FARC-მა პატივი უნდა სცეს ჟურნალისტების უფლებებს, რომლებიც საკმაოდ საშიშ ადგილებში ცალკეულ მოვლენებს აშუქებენ.
ფრანგი ჟურნალისტი დომეო ლანგლუა ქვეყნის სამხრეთით, ნარკოტიკების უკანონოდ მწარმოებელი ლაბორატორიის განადგურების ოპერაციისას, სახელისუფლებო შეიარაღებულ ძალებთან ერთად იმყოფებოდა. ოპერაციის მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებზე იერიში მიიტანეს FARC-ის დაჯგუფების წევრებმა.
ბრძოლის დროს ფრანგი ჟურნალისტი ტყვედ ჩავარდა.