გაერო სირიაში შეუიარაღებელი დამკვირებლების განლაგების პროცესს აჩქარებს.
ქვეყანაში დამკვირებელთა განთავსების პროცესი მაისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
"მაისი ბოლოს სირიაში 300 საერთაშორისო დამკვირებელი განლაგდება", - ამის შესახებ სამშვიდობო ოპერაციებში გაეროს გენერალურრი მდივნის მოადგილემ ერვე ლადსუსმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად სირიაში 24 დამკვირებელი იმყოფება.
ერვე ლადსუსმა განაცხადა, რომ დამკვირებლების ინფორმაციით 12 აპრილის სამშვიდობო შეთახმება, ე.წ. "ანანის გეგმა" სისტემატიურად ირღვევა, როგორც სამთავრობო ძალების, ასევე შეიარაღებული ოპოზიციის მხრიდან.