აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთში ჩავიდა. მედიისთვის ობამას ვაღანეთში ჩასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა და ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც შეეხება ვაშინგტონისა და ქაბულის ურთიერთოებებს 2014 წელს, ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანის შემდგომ პერიოდს.
დასავლეთის მედია განსაკუთრებულლ ყურადღებას ამახვიილებს იმ გარემოებაზე, რომ ობამა ავღანეთში აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ალ-ქაიდას ყოფილი ლიდერის, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის წლისთავზე ჩავიდა.