გერმანიის ქალაქ ბრაუნშვეიგში იდუმალი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ადამიანებს ფულს უტოვებს და დღემდე არავინ იცის, ვინ სჩადის ამას.
გასული წლის ბოლოდან დატოვებული იყო ბევრი კონვერტი თანხით, რომლის ოდენობა 10 ათას ევრომდეა, ხოლო ამ ადამიანის შემოწირულობამ წარმოუდგენელი 200 ათასი ევრო შეადგინა.
ის უკვე დაეხმარა ჰოსპის - ძარცვის მსხვერპლს, სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას, ასევე ინვალიდი ბიჭის ოჯახს. კონვერტებს ფულით ტოვებდნენ ეკლესიის საღვთო წიგნებში, ხალიჩების ქვეშ და საფოსტო ყუთებში.
ზოგი ამბობს, რომ ეს არის რომელიღაც ლატარიის გამარჯვებული, სხვები ფიქრობენ, რომ უცნობმა უზარმაზარი მემკვიდრეობა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არაფერია ცნობილი, ეს ადამიანი თანამედროვე რობინ ჰუდის "რეინკარნაციად" აღიქმება. თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის, ძარცვავს თუ არა ის მდიდრებს, ან იძლევა თუ არა თანხას საკუთარი ჯიბიდან.
შემოწირულობას თან ახლავს ამონაჭერი გაზეთიდან, სადაც წერია, ვისთან მიდის შემოწირულობა. ამდენად, "რობინ ჰუდი" იგებს, ვის სჭირდება დახმარება.
ქალაქის მოსახლეობა, რა თქმა უნდა, მოხარულია, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, ხოლო თანამდებობის პირები და საგადასახადო სამსახური ნაკლებად, რადგან ისინი ამ თანხიდან არანაირ გადასახადის არ მიიღებენ.