ბელგიაში ყბაყურა ვრცელდება, რომელსაც ვაქცინა ვერ ერევა. ყბაყურის ეპიდემია ბელგიაში ვრცელდება.
მხოლოდ ქალაქ გენტში ჰოსპიტალიზებულია 150 ადამიანი, ძირითადად სტუდენტები. კიდევ 50 პაციენტს დიაგნოზი არ დაუდასტურდა, - იტყობინება "რუსეთის ხმა".
ეს ვირუსის ახალი შტამია, რომლის წინააღმდეგ ვაქცინა უძლურია, - აცხადებენ მედიკოსები.