სტამბოლში ნობელის პრემიის ლაურეატის, ორჰან ფამუქის ინიციატივით, უდანაშაულობის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში თავმოყრილია ნივთები,რომელსაც ფამუქი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აგროვებდა, ბევრი მათგანი სტამბულის ანტიკვარების დახლებზე შეიძინა.
ფამუქმა განაცხადა, რომ მისი მუზეუმი არ არის დიდებული - ექსპოზიცია ეძღვნება ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას (1950-200 წლები). ადრე მწერალი ამბობდა, რომ მუზეუმში ასევე იგეგმებოდა მისი ნახატების გამოფენა: ახალგაზრდობაში ფამუქს მხატვრობა სურდა.
მუზეუმის გახსნა 2008 წელს იგეგმებოდა, თუმცა მისი შექმნა მუდმივად გადაიდო. ბოლო წლებში ორჰან ფამუქი, რომელიც 2011 წელს დაადანაშაულეს თურქი ერის შეურაცხყოფისთვის (ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა განაცხადა, რომ თურქეთში მილიონი სომეხი მოკლეს), გოაში ცხოვრობს.
მუზეუმის პროექტზე ფამუქი ერთობლივად მუშაობდა მხატვრების,არქიტექტორების და დიზაინერების ჯგუფთან. რა თანხა დაიხარჯა მუზეუმის რეალიზაციისთვის, უცნობია, მაგრამ მწერალმა აღიარა,რომ თანხა, რომელიც ნობელის პრემიისთვის მიენიჭა (დაახლოებით მილიონი ევრო) მუზეუმისთვის არ ეყო.
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ფამუქს 2006 წელს მიენიჭა შემდეგი ფორმულირებით: მწერალს, "რომელმაც საკუთარი ქალაქის მელანქოლიური სულის ძიებისას, კულტურათა შეჯახების და გადახლართვის ამოსაცნობი ახალი ნიშნები იპოვა". ფამუქი გახდა პირველი თურქი მწერალი, ვისაც ნობელის პრემია მიენიჭა. "უდანაშაულობის მუზეუმი" 2008 წელს შეიქმნა და 2009 წელს რომანი რუსულ ენაზე ითარგმნა.
ფამუქის ბოლო ნამუშევარია "თოვლი" (რომელშიც თანამედროვე თურქეთში ისლამიზმისა და ვესტერნიზმის კონფლიქტია წარმოსახული. ნიუ-იორკ ტაიმზმა ეს რომანი 2004 წლის ათ საუკეთესო წიგნს შორის დაასახელა.
ფამუქის წიგნებისთვის დამახასიათებელია ეროვნული თვითგამორკვევის კრიზისი გამოწვეული ევროპულ და ისლამურ ღირებულებათა შორის კონფლიქტის გამო. თემა თანამედროვე მკითხველისთვის შეიძლება ერთგვარად გამაღიზიანებელიც კი იყოს, მაგრამ მოვლენების ფამუქისეულ კომპლექსურ განვითარებას დამაინტრიგებელ სიუჟეტებსა და ხასიათთა სიღრმეს აღტაცებაში მოჰყავს მკითხველი.