ვარშავაში მსუბუქმოტორიანი თვითმფრინავი აეროდრომ "ბემოვოზე" ჩამოვარდა. დაღუპულია ორი ადამიანი. განცხადება ამის შესახებ სახანძრო სამსახურის უფროსის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პაველ ფრონტჩაკმა გააკეთა.
"მსუბუქმოტორიანი თვითმფრინავი აეროდრომის დასაფრენი ბილიკის ბოლოს ჩამოვარდა და მთლიანად დაიწვა. გარდაიცვალა ორი კაცი. მათ შორის, ერთი პილოტი", _ განაცხადა ფრონტჩაკმა.