აშშ "ღრმადაა შეშფოთებული" იმით, როგორაც უკრაინაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს ექცევიან, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება, - ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა.
"აშშ ღრმადაა შეშფოთებული იმით, თუ როგორაც ექცევიან ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს და მისი კაბინეტის სხვა წევრებს, რომლებიც ასევე ციხეში იმყოფებიან", _ განაცხადა კლინტონმა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს.