ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ობამა მზადაა ვეტო დაადოს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის მიერ მოწონებულ კანონპროექტს Cispa (Cyber Intelligence Sharing and Protection Act ("კიბერმონაცემების გაცვლის და კიბერინფორმაციის დაცვის შესახებ") იმ შემთხვევაში, თუ მას სენატიც მოიწონებს და საბოლოო დამტკიცებისთვის ხელმოსაწერად სახელმწიფოს მეთაურს გადაეგზავნება.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ" კანონის მნიშვნელოვანი დებულება ელექტრონული თვალთვალის დაწესება შესაბამისი საპირწონეს არ არსებობისას, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო თავისუფლებას, პირადი მონაცემების დაცვას და კონფედენციალობას- ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
წარმომადგენლობითმა პალატამ 248 ხმით 168 -ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი Cispa. სენატი ამჟამად ასევე განიხილავს კიბერუსაფრთხოების საკითხებს. თუმცა მათ მიერ განსახილველი საკითხი არსებითად განსხვავდება Cispa -გან და მის შესახებ კენჭისყრის დრო ჯერ არ დადგენილა.
იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ჩისპა მიიღებს, კიბერუსაფრთხოების საფრთხის წარმოქმნისას ხელისუფლებას ხელი მიუწვდება მომხმარებლის პირად მონაცემებზე. ის ასევე გაადვილებს ინფორმაციის გაცვლას უსაფრთხოების ძალებსა და კერძო ინტერნეტ კომპანიებს შორის.
ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და ამერიკელი უფლება დამცველები მიუთითებენ, რომ პირველ რიგში ეს შეეხება არა ჰაკერებს, არამედ მომხმარებლებს, რომლებიც საერთო ფაილებით სარგებლობენ. ისინი ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ კანონპროექტი გამჭვირვალე არ არის.
კონგრესმენებმა კანონპროექტის მიღებამდე მასში შესწორება შეიტანეს, რათა ის მოიცავდეს კიბერდანაშაულის გამოძიებისას მოპოვებულ ინფორმაციას, უზრუნველყოს გარკვეულ პირთა სიცოცხლის დაცვა,ასევე არასრულწლოვანთა დაცვა ექსპლუატაციისგან.
თუმცა Cispa მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ახალი კანონპროექტი აშშ-ს უსაფრთხოს გახდის. მათი სიტყვებით "ქვეყნის ეკონომიკა უკეთ იქნება დაცული საგარეო კიბერმტაცებლებისგან".
კანონპროექტს მხარი დაუჭირა ტექნოლოგიური ინდუსტრიის ბევრმა წარმომადგენელმა, რომელთაც უარყვეს წინა დოკუმენტი- Sopa (Stop Online Piracy Act კანონპროექტი- ინტერნეტში მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლა. ისინი Sopa--ს უფლება დამცველებთან ერთად კრიტიკებდნენ.
ასე მაგალითად, Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოელ კაპლანმა ერთი კვირის წინ კორპორატიულ ბლოგზე დაწერა, რომ Cispa Facebook-გან არ ითხოვს ინფორმაციის გაზიარებას მესამე მხარესთან.