ნიკარაგუაში ვულკანმა სანტიაგოდემასაიმ ამოხეთქა.
ხელისუფლებამ მომდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. კრატერიდან ამოხეთქილი ლავა ჰაერში კილომეტრნახევარს აღწევს. სტიქიის ზონაში განსაკუთრებული ვითარება და განგაშის წითელი ზოლია გამოცხადებული.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ვულკანის გააქტიურების გამო ჰაერი დაბინძურდა, ცალკეულ რეგიონებში კი ხილვადობა გართულდა. სახლები და ეზოები კი ვულკანის ფერფლმა დაფარა.
მომხდარის გამო აეროპორტებში საერთაშორისო რეისები გაუქმებულია.