უკრაინა კიდევ ერთ ტერაქტს გადაურჩა - ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქ ჩერნოგოვში იპოვეს. ტერორისტებმა ბომბი ერთ -ერთ ხალხმრავალ ადგილზე ნაგვის ურნაში დაამონტაჟეს.
წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თერმოსში იდო.
ბომბის გაუვნებელყოფა სპეციალურმა ბრიგადებმა ადგილზევე მოახერხეს.
შგახსენებთ, რიომ 27 აპრილს დნეპროსპეტროვსკში მომხადი აფეთქების შედეგად 30 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი დაშავდა. 14 დაშავებული ჯერაც საავადმყოფოში რჩება.
აფეთქებებისა და იულია ტიმიოშენკოს ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო იალტის სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების პრეზიდენტები არ ჩავლენ. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა უკრაინაში ევრო 2012-ის ჩატრების საკითხიც.