იულია ტიმოშენკოს ქალიშვილმა ევგენია ტიმოშენკომ პრესკონფერენცია ჩეხეთში მამასთან ერთად გამართა, რომელზეც უკრაინის ექს-პრემიერის ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.
უკრაინა კვლავ საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრშია. ცნობილი ხდება, რომ ცენტრალური ევროპის სამიტზე იალტაში ხუთი ქვეყნის ლიდერი ბოიკოტის ნიშნად აღარ ჩადის.
გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ავსტრია და იტალია იულია ტიმოშენკოს მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებენ.
ქვეყნიდან ელჩი დროებით გაიწვია შვედეთმაც. რის მიზეზადაც ტიმოშენკოს საქმეზე დამატებითი დეტალების მიღება დასახელდა.
ამას გარდა, საყოველთაო ევროპულ ბოიკოტს ევროკომისარი ჟოზე მანუელ ბაროზუც შეუერთდა.
საფრთხის ქვეშ დადგა უკრაინაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაც.