დღეიდან აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ირანის ისლამური რესპუბლიკის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნიის, თავრიზის სავაჭრო-სამრეწველო და მადნეულის პალატის წარმომადგენელი დავუდ ვანდჰაიდი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.
"მის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, ირანული ინვესტიციების მოზიდვა აჭარის რეგიონში და ორმხრივი ბიზნეს კაშირების გაღრმავებაში ხელშეწყობა. ირანელი წარმომადგენლის დანიშვნაზე ჩვენი და თავრიზის გუბერნიის პალატები შეთანხმდნენ 2012 წლის 15 აპრილს, ბათუმში შემდგარი მოლაპარაკების დროს", - აღნიშნა პალატის ხელმძღვანელმა თამაზ შავაძემ.