ელექტრონული მედია "Mediapart"-ის ხელმძღვანელობას საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანა არ აშინებს და იგი მზადაა თავისი პუბლიკაციის გამო საქმის გარკვევა სასამართლში გააგრძელოს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის უკმაყოფილება გამოიწვია "Mediapart"-ის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიას ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი აფინანსებდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს.
"დოკუმენტების შინაარსის გადაჩივრება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს ბოლო თვეების განმავლობაში მრავალი დოკუმენტებით გამყარებულ ეჭვებს, რომლებიც ნიკოლა სარკოზის გარემოცვისა და დიქტატორ მუამარ კადაფის ფინანსურ კავშირებს ეხება", _ აცხადებს ინტერნეტპორტალის დირექტორის ედვი პლენელი.
მისივე თქმით, "Mediapart"-ი "მშვიდად ელოდება პროცესის დაწყებას და მზადაა ყველა მის ხელთ არსებული დოკუმენტი წარმოადგინოს".
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ელექტრონულ მედიას - Mediapart-ს სასამართლოში უჩივლებს. აღნიშნულის მიზეზი გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატია გახდა, რომლის მიხედვითაც სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ლიბიის ექს-ლიდერი მუამარ კადაფი აფინანსებდა.
"წინასაარჩეევნო კაპანია ყველაფერს ვერ ამართლებს. Mediapart-ი - ეს დიდი ტყუილია. არსებობს მორალი, და ის ვინც იტყუება, უნდა დაისაჯოს მართლმსაჯულების მიერ", - განაცხადა სარკოზიმ.
უნდა აღინიშნოს, რომ მუამარ კადაფის შვილს სეიფ ალ-ისლლამს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სწორედ კადაფის ოჯახმა 2007 წელს 50 მილიონი ევროთი დააფინანსა სარკოზის საარჩევნო კამპანია. აღნიშნულზე სარკოზის შტაბის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ალ-ისლამის სიტყვების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.
მეორე ტურის წინ, სარკოზის ასევე მოუწია საერთაშორისო სავალუტი ფონდის ყოფილი პრეზიდენტის დომენიკ სტროს კანის განცხადების უარყოფამ იმის თაობაზე, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება სწორედ "სახალხო მოძრაობის კავშირს" უკავშირდება, რომლის ლიდერი ნიკოლა სარკოზია.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 მაისს გაიმართება. არჩევნებში ერთმანეთს ნიკოლა სარკოზი და სოციალისტი ფრანსუა ოლანდი დაუპირისპირდებიან.