ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი გერმანიის პრეზიდენტის იოჰან გაუკის მსგავსად უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს ცენტრალური ევროპის სახელმწიფო მეთაურების სამიტში, რომელიც იალტაში 11-12 მაისს უნდა გაიმართოს.
კლაუსის ეს გადაწყვეტილება უკრაინის ექს-პრემიერის, იულის ტიმოშენკოს ირგვლივ არსებულ სიტუციასთანაა დაკავშირებული, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს კოლონიის თანამშრომლებმა სცემეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ჩეხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელზე რადიმ ოხვატზე დაყრდნობით "როიტერი" ავრცელებს.
"არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, რომ კლაუსი სამიტზე არ იქნება, მაგრამ ეს მიზეზი ერთ-ერთი უმთავრესია", _ განაცდადა ოხვატვა.
აქამდე მცირე ხნით ადრე გაზეთმა "Sueddeutsche Zeitung"-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის პრეზიდენტის გაუკმა პროტერსტის ნიშნად უკრაინაში გამგზავრებაზე უარი განაცხადა. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა თავისი უარი გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეათანხმა.
აღსანიშნავია, რომ კვირას ჟურნალი "Spiegel"-ი წერდა, რომ გერმანიის კანცლერმა იულია ტიმოშენკოსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო შესაძლოა გერმანიის მთავრობს წევრებს უკრაინაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ბოიკოტირების რეკომენდაცია მისცეს. გამოცემა ასევე წერდა, რომ თავად მერკელი ჩემპიონატზე გამგზავრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს თუ ტიმოშენკოს გაათავისუფლებენ.