დნეპროპეტროვსკის საავადმყოფოებში აფეთქებების შედეგად დაზარალებული 14 ადამიანი რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ 14 ადამიანიდან მძიმე მდგომარეობაში მხოლოდ ერთი პენსიონერი ქალი რჩება. მას ორივე ფეხი აქვს მოტეხილი.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს დნეპროპეტროვსკში ერთმანეთის მიყოლებით ოთხი აფეთქება მოხდა. დაიჭრა 30 ადამიანი. უკრაინის ხელისუფლებამ აფეთქების ორგანიზატორების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში ჯილდოდ 250 ათასი აშშ დოლარი დააწესა. სამართალდამცავი ორგანოები აფეთქების ოთხ ვერსიაზე მუშაობენ.