სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ იდლიბში ორი აფეთქება მოხდა, რომელმაც სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ბრიტანეთში განლაგებული ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის დასამკვირვებლო საბჭოს ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელებმა სამთავრობო შენობებთან ახლოს განახორციელეს.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმრავლესობა უსაფრთხოების ძალების თანამშრომელია.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან სირიაში გაეროს საერთაშორისო სადამკვირვებლო საბჭოს ჯგუფი იწყებს მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები