საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ელექტრონუმ ლედიას - Mediapart-ს სასამართლოში უჩივლებს. აღნიშნულის მიზეზი გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატია გახდა, რომლის მიხედვითაც სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო არჩეევნებს ლიბიის ექს-ლიდერი მუამარ კადაფი აფინანსებდა.
"წინასაარჩეევნო კაპანია ყველაფერს ვერ ამართლებს. Mediapart-ი - ეს დიდი ტყუილია. არსებობს მორალი, და ის ვინც იტყუება უნდა დაისაჯოს მართლმსაჯულების მიერ", - განაცხადა სარკოზიმ.
უნდა აღინიშნოს, რომ მუამარ კადდაფის შვილს სეიფ ალ-ისლლამს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სწორედ კადაფის ოჯახმა 2007 წელს 50 მილიონი ევროთი დააფინანსა სარკოზის საარჩევნო კამპანია. აღნიშნულზე სარკოზის შტაბის წარმომადგენლები აცხადებდნეენ, რომ ალ-ისლამის სიტყვების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.
მეორე ტურის წინ, სარკოზის ასევე მოუწია საერთაშორისო სავალუტი ფონდის ყოფილი პრეზიდენტის დომენიკ სტროს კანის განცხადების უარყოფამ იმის თაობაზე, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება სწორედ "სახალხო მოძრაობის კავშირს" უკავშირდება, რომლის ლიდერი ნიკოლა სარკოზია.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 მაისს გაიმართება. არჩევნებში ერთმანეთს ნიკოლა სარკოზი და სოციალისტი ფრანსუა ოლანდი დაუპირისპირდებიან.