სკანდალურად ცნობილმა, აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ გრეისვილის პასტორმა ტერი ჯონსმა, მორიგჯერ, ყურანის რამდენიმე ეგზემპლარი და წინასწარმეტყველი მუჰამედის გამოსახულება საჯაროდ დაწვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგლობრივი მედია ავრცელებს.
პასტორი აღნიშნული ქმედების გამო 271 აშშ დოლარით დააჯარიმეს. თუმცა დაჯარიმების საბაბი არა რელიგიური შუღლის გაღვივება, არამედ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა.
პასტორის განცხადებით, ამჯერად აქციის მიზეზი ერაყის ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც პროტესტანტ მღვდელს, იუსეფ ნადარხანს, "ისლამის სახელით" სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
იუსეფ ნადარხანს არაერთხელ შესთავაზეს ქრისტიანობის უარყოფა, რაზედაც მან თანხმობა არ განაცხადა, რის შემდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სიკვდილით დასჯის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ პასტორმა ტერი ჯონსმა, არაერთხელ, საჯაროდ დაწვა ყურანი. მისმა საქციელმა ავღანეტში მძლავრი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომლის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.