ნიგერიის ქალაქ კანოს უნივერსიტეტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 21-ს მიაღწია. დაღუპულთა შორის ყველა ქრისტიანია.
ასოშეიტედ პრესის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ბოევიკება თავდასხმა მაშინ განახორციელეს, როდესაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის აუდიტორიაში ქრისტიანული ღვთისმსახურება მიმდინარეობდა.
თავიდან უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა, ხოლო შემდეგ ბოევიკებმა სროლა ავტომატური იარაღიდან დაიწყეს.
ყველა თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო.
პასუხიმგებლობა ტერორისტულ აქტზე ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ნიგერიაში ტერორისტული აქტები და ძალადობა მას შემდეგ გახშირდა, როცა 2011 წლის მაისში გამართულ არჩევნეზე ქვეყნის პრეზიდენტი ქრისტიანი გუდლაკ ჯონათანი გახდა.
არსებული ინფორმაციების მიხედვით, ტეერორისტუილ აქტებს მეტწილად ისლამისტური დაჯგუფეება "ბოკო ჰარამი" აწყობს. გასული წლის დეკემბერში დაჯგუფების მიერ მოწყობილ ტერაქტს 40 ადამიანი ემსხვერპლა.