ინდოეთში ორი ავტობუსის პირისპირ შეჯახების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 25-მა სერიოზული დაზიანებები მიიღო.
ასოშეიტედ პრესის ინფორმაციით, ტრაგედია ქალაქ გორაკხპურში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.