დნეპროპეტროვსკში, კარლ მარქსის გამზირზე, სადაც 27 აპრილს აფეთქებების სერია განხორციელდა, ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
პროკურატურამ წინასწარი მოკვლევის საფუძველზე მომხდას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
აფეთქებების შედეგად 30 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი დაზარალდა.
ამ დროისთვის საავადმყოფოებში 14 დაზარალებული რჩება.