ნიგერიაში ქალაქ კანოს სტუდქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, შესაძლოა თავდასხმის სამიზნე ის შენობები გახდა სადაც ქრისტიანი სტუდენტები რელიგიურ რიტუალებს ატარებენ.
პოლიციის ინფორრმაციით, ამ დროისათვის დადასტურებულია რვა ადამიანის დაღუპვა.
პასუხსიმგელობა აფეთქებაზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა ცნობილია, რომ ამ რაიონში აქტიურად მოქმედებს ისლამისტური დაჯგუფება "ბოკო ჰარამი".